დიასი:“ ჩვენ ნაპოლის დამარცხება შეგვიძლია და ეს უკვე დავამტკიცეთ“
მილანის ფეხბურთელმა ბრაჰიმ დიასმა კარლო პელეგატისთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგის შარმი ? ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ბავშვობაში ჩემი ოცნება იყო, ახლა კი ამ ტურნირზე თამაშის საშუალება მაქვს და თან ისეთი ლეგენდარული გუნდის რიგებში, როგორიც მილანია, რის გამოც ძალიან ამაყი ვარ.
„ჩემპიონთა ლიგის ჰიმნიც კი ფეხბურთელებში განსაკუთრებულ გრძნობას იწვევს, ეს უბრალოდ შესანიშნავია, როდესაც სავსე სან სირო მატჩის დაწყებას მოულოდნელად ელოდება.
„საუკეთესო 8 გუნდს შორის ყოფნა ? ჩვენ ტოტენჰემთან რთული მატჩები გვქონდა, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს გვჯეროდა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვეძლო, თუმცა ამაში ქომაგების წვლილი, რომლებიც ყოველთვის გუნდსი გვერდზე არიან, ასევე ძალიან დიდია.
„ვგრძნობ თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე თავს კომფორტულად ? დიახ, რადგან მე მილანის ფეხბურთელი ვარ, მილანისთვის კი ეს ტურნირი მეორე სახლია.
„ნაპოლისთან მატჩი ? მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ და ამის დემონსტრირებას როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ახდენენ, მაგრამ ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ და ახლახანს უკვე დავამტკიცეთ, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია.“