დიასი:“ ინტერთან გიჟური მატჩი გველოდება, დაბრუნება რეალში ?…“
მილანის ფეხბურთელმა ბრაჰიმ დიასმა Marca-სთან ინტერთან მოახლოებულ მატჩსა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
„ინტერთან მატჩი ? ეს გიჟური შეხვედრა იქნება, ჩვენ ბოლო პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი ვითამაშეთ, ამიტომ ამ შეხვედრისთვის ფიქრისა და მომზადებისთვის დიდი დრო არ გვქონია, თუმცა ინტერის წინააღმდეგ ჩვენ არანაირი დამატებით მოტივაცია არ გვჭირდება, რადგან ვიცით, რამდენად ბევრს ნიშნავს ეს დუელი გუნდისთვის და ქომაგებისთვის.
„რეალში შესაძლო დაბრუნება ? ამ მომენტისთვის მე 100 პროცენტით მილანზე ვარ კონცენტრირებული, მინდა, რომ სეზონის დარჩენილ მატჩებში გუნდს ჩემი 100 პროცენტი მივცე. წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება და ახლა მომავალზე ფიქრის დრო არ არის.“