დიასის ბედი უახლოეს დღეებში გადაწყდება
იტალიური მედიის ცნობით, მილანის ფეხბურთელის ბრაჰიმ დიასის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, მილანს ესპანელი ფეხბურთელის შენარჩნება სურს, თუმცა მის სანაცვლოდ 19-20 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს, რეალი კი თავის მხრივ 30 მილიონ ევროს ითხოვს და ამ მომენტისთვის დიასის დარჩენა როსონერის რიგებში რთული წარმოსადგენია.
წყაროს ცნობით, დიასი სავარაუდოდ რეალში დაბრუნდება და მარკო ასენსიოს შემცვლელი გახდება.