დიბალა:“ რომაში თამაში დიდი პატივია“
რომას ფორვარდმა პაულო დიბალამ ევროპა ლიგის ფინალზე სოციალური ქსელის მეშვეობით ისაუბრა.
„ვამაყობ ჩვენით და ვამაყობ თქვენით, რომას ქომაგებით, რომლებიც გუნდს ბუდაბეშტში გამოყვნენ, რომლებიც ოლიმპიკოდან და სახლებიდან გვქომაგობდით. შედეგის მიუხედავად, ჩვენ მოედანზე 100 პროცენტით დავიხარჯეთ.
„ამ გუნდში თამაში არა მხოლოდ სპორტი და სამუშაო, არამედ ძალიან დიდი პატივია. ჩვენ ამ თავგადასავლის დროს ერთად ვიზეიმეთ და ვიტირეთ, ცრელმები, რომლებიც ამტკიცებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომა და მისი ტიფოზები.“