დიბალას აგენტი რომში ჩაფრინდა…
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რომას ფორვარდის პაულო დიბალას აგენტი ხორხე ანტუნი იტალიაში ჩაფრინდა, სადაც ჯალოროსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს და მხარეები ლა ხოიას მომავალზე იმსჯელებენ.
წყაროს ცნობით, დიბალას მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი, ასევე არაბული გუნდები იჩენენ, მაგრამ არგენტინელი გუნდის დატოვებას არ აპირებს.
წყაროს ინფორმაციით, მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ, რომლის მიხედვითაც ლა ხოია გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.