Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალას აგენტი რომში ჩაფრინდა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომას ფორვარდის პაულო დიბალას აგენტი ხორხე ანტუნი რომში ჩაფრინდა, სადაც რომას წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს და ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დიბალას მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი იჩენენ, რომლებსაც ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის – 12 მილიონი ევროს გადახდის პრობლემა არ ექნებათ.

წყაროს ცნობით, დიბალას მომავალი რომაში პირდაპირ ჟოზე მოურინიოზეა დამოკიდებული, მისი წასვლის შემთხვევაში არგენტინელი სავარაუდოდ გუნდს დატოვებს.