დიბალას გამოსასყიდი პუნქტის დეტალები ცნობილია…
Sky Sport-მა პაულო დიბალას კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი პუნქტის დეტალები გამოაქვეყნა.
წყაროს ცნობით, ნებისმიერ იტალიურ გუნდს სეზონის ბოლოს დიბალას გამოსყიდვა 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, თუმცა რომას აქვს ოფცია, რომ მისი ხელფასი 6.5 მილიონ ევრომდე გაზარდოს, რაც იტალიურ გუნდებს მისი გამოსყიდვის უფლებას აღარ მისცემს.
უცხოურ გუნდებს არგენტინელის გამოსყიდვა 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლიათ, ასეთ შემთხვევაში კი ჯალოროსის, თუ დიბალამ გუნდის დატოვება მოისურვა, ხელის შეშლა არ შეეძლება და გადაწყვეტილებას ლა ხოია მიიღებს.