Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიმარკოს გამორჩეული მაჩვენებელი…

ინტერის ფეხბურთელი ფედერიკო დიმარკო მიმდინარე სეზონში ნერაძურის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რასაც მისი შესანიშნავი სტატისტიკაც ადასტურებს.

იტალიელი ფეხბურთელის აქტივში მიმდინარე სეზონში უვკე 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ის ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში არის მეორე მცველი, რომელმაც 5 გოლსა და 5 საგოლე გადაცემას გადააბიჯა.

დიმარკოს გარდა, იმავეს გაკეთება შალკეს ჯერემი ფრიმპონგმა შეძლო, რომლის აქტივში 9 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.