Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა:“ სან სიროზე დაბრუნება მარტივი არ ყოფილა“

მილანის ყოფილმა კარის დარაჯმა ჯიჯო დონარუმამ სან სიროზე გამართულ მატჩზე ისაუბრა, რომელზეც ლომბარდიული გრანდის ქომაგებმა ფეხბურთელს არც თუ ისე სასიამოვნო დახვედრა მოუწყვეს.

„სან სიროზე დაბრუნება და ასეთი სიტუაციის ნახვა მარტივი ნამდვილად არ იყო, თუმცა როგორც პროფესიონალი, შენ ცდილობ, რომ მოედანზე ამან შენზე გავლენა არ იქონიოს და გუნდს მაქსიმუმი მისცე.

„შეხვედრის შემდეგ, შენ ამ ყველაფერს უფრო გრძნობ და ემოციური ხდები, მაგრამ უშუალოდ მოედანზე თავს უფლებას ვერ მისცემ, რომ ყურადღება გაგეფანტოს და ამით გუნდი აზარალო. მე ამ კუთხით ახლა უფრო ძლიერი ვარ.“