Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დუმფრისის თამაში ზალცბუგთან მატჩში საეჭვოა

იტალიური მედიის ცნობით, ინტერის უკანახაზელის დენზელ დუმფრისის თამაში ჩემპიონთა ლიგაზე ზალცბურგის წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

SportItalia-ს ცნობით, ნიდერლანდელმა გუშინდელი სავარჯიშო სესიის დასრულება ტრავმის გამო ვერ შეძლო და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

წყაროს ინფორმაციით, დუმფრისს კუნთის გადაღლილობა აქვს და ინტერი დიდი ალბათობით რისკზე წასვლას არ მოისურვებს.