Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Elliott-მა მილანს იანვრის სატრანსფერო ბიუჯეტი გაუორმაგა

PianetaMilan-ის ინფორმაციით, მილანის მფლობელმა კომპანიამ, Elliott Management-მა მილანს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის ბიუჯეტი გაუორმაგა.

მილანმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო და სატურნირო ცხრილის სათავეშია. გუნდის ხელმძღვანელობას იმედი გაუჩნდა, რომ როსონერი არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, არამედ სკუდეტოსთვისაც იბრძოლებს, თუმცა გუნდს სიღრმე აშკარად სჭირდება.

მილანი ზამთარში 15 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავდა, თანხის, რომლის დახარჯვაც ზაფხულში ვერ მოახერხეს, თუმცა წყაროს მტკიცებით Elliott-მა მალდინის დამატებით 20 მილიონი გამოუყო. როსონერის მთავარი საზრუნავი სამთარში ცენტრალური მცველის და ცენტრალური თავდამსხმელის გაფორმება იქნება.