Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Elliott-მა მილანში მესიასის ტრანსფერი დაბლოკა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის მფლობელმა კომპანია Elliott-მა კროტონედან ჯუნიორ მესიასის ტრანსფერზე უარი თქვა.

როსონერი უკვე რამდენიმე თვეა ახალი ვინგერის ძიებაშია და მალდინის კროტონეს ფეხბურთელის გაფორმება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ MilanNews-ის ინფორმაციით, Elliot-ის აზრით ის გუნდის პროექტში არ ჯდება და მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 10 მილიონის გადახდაზე უარი თქვა.

მილანი ახალგაზრდა ტალანტების ძიებას განაგრძობს და გუნდის მფლობელების აზრით, 30 წლის მესიასი ის ფეხბურთელი არ არის, რომელიც როსონერის კრიტერიუმებს შეეფერება…