Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Elliott-მა სიმაკანის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო, თუმცა…

MilanNews-ის ინფორმაციით, მილანის ხელმძღვანელობამ მასარას და მალდინის სიმაკანის ტრანსფერზე გაუმჯობესებული წინადადების გაკეთების უფლება მისცა, თუმცა მალდინიმ გადაწყვიტა, რომ ტრანსფერზე მუშაობა აღარ გაეგრძელებინათ.

„ტრანსფერის ბოლო დღეს მილანმა სტრასბურგს სიმაკანის სანაცვლოდ წინადადება გაუკეთა, რომელიც ფრანგებმა დაბლოკეს. Elliott-მა მალდინის და მასარას უფლება მისცა, რომ მათ ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიემართათ და ტრანსფერი დაეხურათ, თუმცა მალდინიმ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელის გაფორმება იანვარში გაცილებით ნაკლებ ფასად იქნება შესაძლებელი და მოლაპარაკებები შეაჩერა.

„არ არის გამორიცხული, რომ როსონერი ნიკოლა მილენკოვიჩს მიუბრუნდეს, რომელსასც ფიორენტინადან წასვლა სურს და გუნდთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი უკვე თქვა.“