ემპოლისთან მატჩი გარსიასთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს…
იტალიური მედიის ინფორმაციით, ემპოლისთან მატჩი რუდი გარსიასთვის შესაძლოა ნაპოლის რიგებში ბოლო აღმოჩნდეს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, უნიონ ბერლინთან დაფიქსირებული შედეგის გამო, დე ლაურენტისსა და რუდი გარსიას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა და ფრანგი სპეციალისტის გუნდიდან წასვლის თაობზე ხმები კვლავ აქტუალური გახდა.
წყაროს ცნობით, თუ ნაპოლი სერია ა-ს მომდევნო ტურში ემპოლის დამარცხებას ვერ შეძლებს, დე ლაურენტისმა შესაძლოა რუდი გარსიას გაშვება საბოლოოდ გადაწყვიტოს, მისი შემცვლელის მისაყვანად კი სანაკრებო პაუზას გამოიყენებს…