Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ESPN: ლივერპული და ტოტენჰემი იანვარში შკრინიარის გაფორმებას შეეცდებიან

ESPN-ის ინფორმაციით, იანვარში ტოტენჰემი მილან შკრინიარის ტრანსფერს კიდევ ერთხელ შეეცდება, თუმცა მათ ლივერპულის სახით სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ.

ვირჯილ ვან დეიკმა სერიოზული ტრავმა მიიღო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან სეზონის ბოლომდე თამაში მოახერხოს, ამიტომ კლოპის გუნდი მის შემცვლელს ეძებს და მათი პრიორიტეტი სწორედ შკრინიარი იქნება.

სპურსი კი სლოვაკი ფეხბურთელის გაფორმებას ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა გუნდებმა ფეხბურთელის ფასზე შეთანხმება ვერ მოახერხეს და შკრინიარი ინტერში დარჩა, თუმცა წყაროს ინფორმაციით, მოურინიოს მოთხოვნით ლონდონელები 25 წლის ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაუბრუნდებიან.