Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ESPN: მესის ბარსელონას დატოვება სურს

ESPN Argentina-ს მტკიცებით, ლეო მესიმ თანაგუნდელებს შეატყობინა, რომ მას ბარსელონას დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

მესის კონტრაქტი ბარსელონასტან მომავალი სეზონის ბოლოს იწურება და იმის შანსი, რომ ის გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, უფრო და უფრო მცირდება.

იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი ფეხბურთელი ბარსელონას მართლაც დატოვებს, მის გაფორმებას სამი გუნდი: პსჟ, მანჩესტერ სიტი და ინტერი შეეცდებიან.

33 წლის მესიმ, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა, მიმდინარე სეზონში 44 შეხვედრა ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *