Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ESPN: მილანი კოუტინიოს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

მილანი სატრანსფერო ბაზარზე პლეიმეიკერის ძიებას განაგრძობს და ბრაჰიმ დიასის გარდა კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება უნდა, მაგრამ როგორც ჩანს როსონერი აჩქარებას არ აპირებს.

ბოლო კვირეებში როსონერის ბარსელონას კოუტინიო დაუკავშირეს, თუმცა ხმები ბრაზილიელის მილანში ტრანსფერის შესახებ მალევე მიწყნარდა.

ამის მიუხედავად, ESPN-მა მილანის ინტერესი ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ დაადასტურა და ისიც აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის წყარო თავად კოუტინიოსთან დაახლოებული ადამიანისგან მოდის, თუმცა მთავარი პრობლემა ფეხბურთელის ხელფასია.

კოუტინიო ბარსელონაში 10 მილიონ ევროს იღებს, რაც მილანისთვის ძალიან მაღალია, მაგრამ თუ როსონერი სატრანსფერო ღირებულების შემცირებას მოახერხებს და კოუტინიო ხელფასის შემცირებას დათანხმდება, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ამ ეტაპზე ეს მხოლოდ იდეის დონეზეა…