Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფაბიან რუისი რომას სატრანსფერო სიაში

რომა ნახევარმცველის ძიებას აგრძელებს და ჯალოროსი პსჟ-ს ნახევარმცველის ფაბიან რუისის ტრანსფერით ინტერესდება.

ნაპოლის ყოფილი ნახევარმცველი პარიზელთა რიგებს 2022 წლის აგვისტოში 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მან პსჟ-ში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და ფრანგები მის გაყიდვაზე მუშაობენ.

Il Messaggero-ს ცნობით, რომა, რომელიც პარალელურად პსჟ-სთან რენატუ სანჩესის ტრანსფერზე მუშაობს, ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.