ფედერაცია ვლაჰოვიჩს ყვითელ ბარათს გაუუქმებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ყვითელ ბარათს, რომელიც დუშან ვლაჰოვიჩმა ატალანტასთან მატჩში მიიღო, გააუქმებს.
ვლაჰოვიჩის მიმართ მატჩის მსვლელობისას რასისტული გამოძახილები ისმოდა, გოლის გატანის შემდეგ კი მან ლა დეას ქომაგები ტუჩებზე თითის მიდებით გააჩუმა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო.
წყაროების ცნობით, ფეხბურთის ფედერაცია იუვენტუსს უკვე დაუკავშირდა, თავისი მხარდაჭერა დაუფიქსირა და დაპირდა, რომ როდესაც ვლაჰოვიჩს ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია მიესაჯება, მას 1 ბარათს გაუუქმებენ, როგორც ეს რომელუ ლუკაკუს შემთხვევაში მოხდა.