Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფელიპე ანდერსონმა ლაციოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კომენტარი გააკეთა

ლაციო ფელიპე ანდერსონთან, რომლის მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს და როგორც ჩანს, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ამ საკითხზე კომენტარი თავად ბრაზილიელმა გააკეთა.

„მე ლაციოს დირექტორებთან და პრეზიდენტთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე გრძელდება, ჩვენ სწორ გზაზე ვართ და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ამ თემაზე პოზიტიური სიახლე გვექნება.

„ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის ლაციოში დარჩენა იყო და გვსურს მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს.“