Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფენერბაჰჩეს გაუმჯობესებული წინადადება მილანს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფენერბაჰჩე მილანის ნახევარმცველის რადე კრუნიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს და ლომბარდიულ გრანდს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, თურქები მილანს რადეს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს სთავაზობენ და არ არის გამორიცხული, ეს წინადადება იტალიელების დასარწმუნებლად საკმარისი აღმოჩნდეს.

თავად კრუნიჩს თურქებთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს და მას კარიერის გაგრძელება ფენერის რიგებში სურს.