ფეხბურთელების სია, რომლებსაც Derby d’Italia-ს გამოტოვება ემუქრებათ…
იუვენტუსი და ინტერი სერია ა-ში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირებისთვის მზადეაბს აგრძელებენ და Derby d’Italia-ს ორივე გუნდი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით ხვდება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის იუვენტუსის რიგებში ინტერთან მატჩში უესტონ მაკკენის, ალექს სანდროს, დინ ჰიუსენის, ფაბიო მირეტის, ტიმოთი ვეას, მანუელ ლოკატელისა და დანილოს თამაშია კითხვის ნიშნის ქვეშ.
ინტერის რიგებში კი იუვენტუსთან მატჩს ბენჟამინ პავარი გამოტოვებს, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არის ალესანდრო ბასტონის, მარკო არნაუტოვიჩისა და ხუან კუადრადოს თამაში.