Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

FIFA-ს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ჩატარება ყოველ 2-წელიწადში ერთხელ სურს

იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, FIFA საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს, რომელსაც მხარს არც შიდა ჩემპიონატები და არც UEFA არ უჭერს.

წყაროს ინფორმაციით, FIFA-ს სურს, რომ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები არა 4 წელიწადში ერთხელ, არამედ ყოველ 2 წელიწადში გაიმართოს.

ჩემპიონატების და UEFA-ს აზრით კი ეს ფეხბურთელებისთვის ზედმეტად დიდი დატვირთვა იქნება, ჩემპიონატები კი თავის პრესტიჟს დაკარგავენ და ამ გადაწყვეტილების კატეგორიული წინააღმდეგები არიან.