Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

FIFA UEFA-ს წინააღმდეგ…

UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ FIFA-ს იდეა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი არა 4, არამედ ყოველ 2 წელში გაიმართოს, ღიად გააკრიტიკა.

„UEFA და მისი ასოციაციის წევრები FIFA-ს გეგმის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ამ ცვლილებას მთელს საფეხბურთო სამყაროზე ძალიან დიდი გავლენა ექნება.

„ჩვენ გაკვირვებულები ვართ, რომ FIFA ამ იდეის დანერგვას იწყებს ისე, რომ არც სხვა ნაციებთან, არც გუნდებთან, ფეხბურთელებთან თუ სხვა სხვა საფეხბურთო ორგანიზაციებთან ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ გაუმართავს.

„მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ 2-წელიწადში ერთხელ ჩატარება სერიოზულ გავლენას მოახდენს ფეხბურთს დღევანდელ წესრიგსა და კალენდარზე და სტრუქტურას დიდ საფრთხეს შეუქმნის.“