Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

FIGC იუვენტუსის საქმესთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას ორშაბათს წარადგენს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო სასამართლოს იუვენტუსისთვის 15-ქულიანი ჯარიმის დაკისრების მოტივის ახსნა ორშაბათს მოუწევს.

ტურინულ გრანდს 15 ქულა Plusvalenza-ს, კაპიტალის ხელოვნურად ზრდის საქმის შემდეგ დააკისრეს. იუვენტუსი აღნიშნული გადაწყვეტილების CONI-ს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, იქამდე კი ბიანკონერის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს განამრტების მოლოდინში არიან.

შეგახსენებთ, რომ პროკურორი სასამართლოს დაწყებამდე იუვენტუსის 9-ქულიანი ჯარიმით დასჯას ითხოვდა, თუმცა პროცესის მსვლელობისას გადაწყდა, რომ ტურინული გრანდი 15 ქულით დაეჯარიმებინათ.