კალვინ ფილიპსის იუვეში ტრანსფერს ბიანკონერის საბოლოო მწვანე შუქი აკლია…
იტალიური მედიის ცნობით, მანჩესტერ სიტიდან კალვინ ფილიპსის იუვენტუსში გადასვლის შანსი სულ უფრო იზრდება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის წინ მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, იუვენტუსში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა და მისი ტურინში გაშვების წინააღმდეგი არც ქალაქელები არიან, რომლებსაც კონკურენტების გაძლიერება არ სურთ.
წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერს იუვენტუსის საბოლოო მწვანე შუქი აშორებს, რომელიც პარალელურად ნახევარდაცვის გასაძლიერებლად სხვა კანდიდატებს განიხილავს.