Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფინელი ბიზნესმენი ინტერის ყიდვის თაობაზე ოფიციალურ წინადადებას გააკეთებს

ფინელმა ბიზნესმენმა ტომას ზილიაკუსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინტერის ყიდვის სურვილს არ კარგავს და უახლოეს პერიოდში Suning-ს ოფიციალური წინადადებით მიმართავს.

„ჩემი ინტერესი ინტერის მიმართ არსად წასულა, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გუნდის ხელმძღვანელობა ადეკვატურ წინადადებას მიიღებს და ვნახოთ, რა პასუხს გაგვცემენ

„მე ამ ოპერაციის განხორციელება მარტოსაც შემეძლო, თუმცა ახლა პარტნიორები მყავს, რაც ჩვენს ამბიციებს საგრძნობლად ზრდის. მე სტივენ ჩჟანთან ბოლოს რამდენიმე თვის წინ ვისაუბრე და ჩვენ უახლოეს პერიოდში ერთმანეთს კიდევ ერთხელ შევხვდებით.“