Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფინელი ბიზნესმენი:“ Suning-ს ინტერის ყიდვის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მივმართე“

ფინელმა ბიზნესმენმა ტომას ზილიაკუსმა, რომლის ინტერესი ინტერის მიმართ ახალი არ არის, დაადასტურა, რომ Suning-ს ლომბარდიული გრანდის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ Suning-ს და პირადად სტივენ ჟანგს ჩემი წინადადება წარვუდგინე. მე დეტალებში შესვლას არ ვაპირებ, რადგან სტივენსა და მის ოჯახს დიდ პატივს ვცემ, ამიტომ ამ თემაზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ და მე მათ პასუხს ველოდები.“

შეგახსენებთ, რომ Suning-ს Oaktree Capital-ისთვის მომდევნო წლის მაისამდე 330 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის აქციების საკონტროლო პაკეტს დაკარგავს, ამიტომ დიდია ალბათობა, რომ ჩინელებს ინტერის გაყიდვა მოუწიოთ.