ფიორენტინა ახალი სტადიონის მშენებლობას მომდევნო წლის დასაწყისში შეუდგება
ფიორენტინა ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობას აგრძელებს და იები მოსამზადებელ სამუშაოებს უკვე შეუდგნენ.
Corriere Fiorentina-ს ინფორმაციით, მომდევნო წლის იანვარში ფიორენტინა არტემიო ფრანკის დემონტაჟს შეუდგება, შემდეგ კი გუნდი ახალი სტადიონის შენებას დაიწყებს, რომელიც სავარაუდოდ 2026 წლის ბოლოს დასრულდება.
წყაროს ცნობით, როკო კომისო ახალი სტადიონის ასაშენებლად დაახლოებით 150-200 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს.