Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინა ბალდანცის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფიორენტინა ახალგაზრდა იტალიელი ტალანტის ტომაზო ბალდანცის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იები ემპოლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონს და გარკვეულ ბონუსებს, ასევე მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში მიღებული თანხის პროცენტს სთავაზობენ.

წყაროს ინფორმაციით, თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, ფიორენტინა იტალიელ ფეხბურთელს ემპოლიში იჯარის წესით კიდევ 1 წლით დატოვებს.