ფიორენტინამ ლივერპულს ამრაბატის ფასი შეუთვალა
ფიორენტინას ნახევარმცველის სოფიან ამრაბატის ტრანსფერზე ბოლო საათებში ლივერპული გააქტიურდა და მაროკოელი ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვას ცდილობს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იები ამრაბატის სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონ ევროს ითხოვენ და როგორც ჩანს, სქაუზერები ამ თანხის გადახდის წინააღმდეგები არ არიან.
ამრაბატის მიმართ ინტერესს იუვენტუსი და მილანი იჩენდნენ, თუმცა მოთხოვნილი 30 მილიონის გადახდა არც ერთმა მათგანმა არ ისურვა.