Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინას დირექტორი:“ ამრაბატს გუნდის დატოვება უნდა“

ფიორენტინას დირექტორმა დანიელე პრადემ დაადასტურა, რომ სოფიან ამრაბატს ფლორენციული გუნდის დატოვება უნდა, თუმცა იებს ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ მიუღიათ.

26 წლის მაროკოელ ფეხბურთელს გასულ კვირებში არაერთ იტალიურ და ინგლისურ გრანდს უკავშირებდნენ.

„ამრაბატის სიტუაცია ნათელია, მას ფიორენტიანს დატოვება და რომელიმე გრანდში გადასვლა სურს, მაგრამ ჩვენ ამ მომენტისთვის არანაირი წინადადება არ მიგვიღია და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ის გუნდში დარჩება.“