Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფირმინოსთვის ბრძოლაში ნაპოლიც ჩაერთო…

ბრიტანული მედიის ცნობით, ლივერპულის ფორვარდის რობერტო ფირმინოს გასაფორმებლად ნაპოლიც იბრძოლებს.

31 წლის ბრაზილიელი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი ლივერპულთან სეზონის ბოლოს იწურება და უკვე გადაწყვეტილია, რომ ის გუნდს დატოვებს.

ფირმინო გასულ კვირებში იუვენტუსს, მილანს, ინტერს და ნაპოლის დაუკავშირეს, The Sun-ის ინფორმაციით კი მისი ტრანსფერისთვის ბრძოლაში ნაპოლიც ჩაერთო, რომელიც ვიქტორ ოსიმენის პოტენციური შემცვლელის ძიებაშია…