Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფირმინოსთვის რომაც იბრძოლებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, რობერტო ფირმინოს მსურველთა სიას რომაც შეუერთდა და ჯალოროსიმ ფეხბურთელის აგენტთან პირველი შეხვედრა უკვე გამართა.

ფირმინოს ლივერპულთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ის ხელშეკრულების გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

ბრაზილიელი შემტევის მიმართ ინტერესი ინტერმა, მილანმა და იუვენტუსმა დააფიქსირეს, SportItalia-ს ცნობით კი ამ სიას რომაც შეუერთდა.