Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფლორენცის უკანონო ბეთინგის თემაზე დისკვალიფიკაცია არ ემუქრება

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ დაადასტურა, რომ მილანის მცველს ალესანდრო ფლორენცის უკანონო ბეთინგის გამო დისკვალიფიკაცია არ ემუქრება.

„ფლორენცის თაობაზე ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად იწერება, თუმცა ის ფეხბურთზე ფსონების განთავსებაში არ არის შემჩნეული, ამიტომ მას არანაირი დისკვალიფიკაცია არ ემუქრება.“

იტალიური წყაროების ცნობით, ფლორენცი გემბლინგ საიტებს მართლაც იყენებდა, თუმცა ის ნიკოლო ძანიოლოს მსგავსად პოკერსადა ბლექჯეკს თამაშობდა, რაც დისკვალიფიკაციას არ ითვალისწინებს.