ფულჰემი კინის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს…
იტალიური წყაროების ინფორმაციით, ფულჰემი იუვენტუსის ფორვარდის მოიზე კინის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს და უახლოეს პერიოდში ტურინულ გრანდს პირველი წინადადებით მიმართავს.
ინგლისელები ალექსანდრ მიტროვიჩის შემცვლელის ძიებაში არიან, რომელიც 52 მილიონი ევროს სანაცვლოდ არაბულ ალ-ჰილალს შეუერთდა და რომეო აგრესტის ცნობით, მათი ერთ-ერთი პრიორიტეტ ისწორედ ბიანკონერის იტალიელი ფორვარდი გახლავთ.
წყაროს ცნობით, ინგლისელებმა კინის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს. იუვე ფეხბურთელის სანაცვლოდ 25-30 მილიონს ითხოვს.