Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფურლანი:“ მილანი ერთიანია და პსჟ-სთან მატჩს მომზადებული ხვდება“

მილანის დირექტორმა ჯორჯო ფურლანიმ პსჟ-სთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ წინ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად დიდი ხანი ვითამაშოთ, ამისთვის კი დღევანდელ მატჩში სასურველი შედეგის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია.

„კრიტიკა ? ჩვენ ერთიანები ვართ, სტაფი, გუნდი, მწვრთნელი. ჩვენ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვართ და გვჯერა, რომ ამ რთულ მომენტს ძალიან მალე გადავლახავთ.

„იბრა ? ზლატანი გამორჩეული ჩემპიონია, რომლის გვერდით მუშაობა დიდი სიამოვნება იქნებოდა.

„ტრავმები ? ეს მართლაც დიდი პრობლემაა, რომლის გადაჭრაზე ვმუშაობთ. ვნახოთ, იქნება თუ არა იანვარში დაცვის გაძლიერების შესაძლებლობა.“