Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფურლანი:“ მილანის ახალი სტადიონი 2028 წელს დასრულდება, იბრას დაბრუნება ?…“

მილანის გენერალურმა დირექტორმა ჯორჯო ფურლანიმ Radio Serie A-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რამდენად მნიშვნელოვანია პსჟ-სთან გამარჯვება ? ჩვენ ვცდილობთ, რომ გამარჯვებებს ზედმეტი ენთუზმიაზმის, მარცხებს კი ზედმეტი ნეგატივის მოტანის უფლება არ მივცეთ. ჩვენ ხანგრძლივი პროექტი გვაქვს, რომელშიც არა რომელიმე ერთ გამარჯვებას ან მარცხს, არამედ საბოლოო შედეგებს აქვს მნიშვნელობა. ჩვენ პროგრესს ვაგრძელებთ და მთავარი სწორედ ეს არის.

„ახალი სტადიონის სიტუაცია ? ჩვენ სან დონატოს პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ და წინ მივიწევთ. მილანის მიზანი პროექტის 2028 წლის ბოლოს დასრულებაა. ეს სიტყვები მე გულს მტკენს, რადგან 2018 წელს წარვადგინეთ პროექტი, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამწუხაროდ ამის უფლება არ მოგვეცა.

„ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ? ეს უფრო მეტი ევროპული მატჩების გამართვის საშუალებას მოგვცემს, რაც როგორც სპორტული, ასევე ფინანსური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

„იბრა ? ზლატანი გამორჩეული ადამიანია, რომელსაც შესანიშნავი კარიერა ჰქონდა. ის ნამდვილი ლიდერია და როგორც მილანის ქომაგს, მე მისი გუნდში დაბრუნება ძალიან გამიხარდებოდა.“