Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გადამწყვეტი 30 დღე პიოლის მილანური კარიერის გადასარჩენად…

იტალიური მედიის ცნობით, მილანის ხელმძღვანელობამ ამჯერად სტეფანო პიოლის გუნდში დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ მას სიტუაციის გამოსასწორებლად 1 თვე მისცა.

სერია ა-ში კიდევ ერთი წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, იტალიურ მედიაში სტეფანო პიოლის გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე ხმები კვლავ გააქტიურდა, თუმცა მილანური გამოცემა MilanNews-ის ცნობით, პიოლი ჯერჯერობით გუნდს არ დატოვებს და გუნდის ხელმძღვანელობა მომდევნო 5 მატჩის შედეგების მიხედვით იმსჯელებს.

მილანს სანაკრებო პაუზის შემდეგ ფიორენტინას, დორტმუნდის, ფროზინონეს, ატალანტასა და ნიუკასლის წინააღმდეგ მოუწევს თამაში, ამ შეხვედრების შედეგები კი გადაწყვეტენ, დარჩება თუ არა სტეფანო პიოლი მილანის სათავეში.