Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გალათასარაი ლაციოს ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება

თურქული გალათასარაი ლაციოს ნახევარმცველის მატიას ვესინოს ტრანსფერით ინტერესდება.

32 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი არწივებთან 2025 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა გუნდიდან მაურიციო სარის წასვლის შემდეგ, ის ბიანკოჩელესტის გეგმებში აღარ შედის.

SportItalia-ს ცნობით, ლაციო ვეტერანი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება და მის სანაცვლოდ 3-4 მილიონ ევროს ითხოვს.