Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

განხეთქილება ლაციოში ჰადსონ-ოდოის ტრანსფერის თაობაზე…

ლაციო შეტევის გასაძლიერებლად შესაბამისი კანდიდატის ძიებას განაგრძობს და ბოლო პერიოდში არწივებს ყველაზე აქტიურად ჩელსის კალუმ ჰადსონ-ოდოის უკავშირებენ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის გუნდში ხილვა პირადად მაურიციო სარის სურს, თუმცა არწივების ხელმძღვანელობას სხვა გეგმები აქვს.

წყაროს ცნობით, ბიანკოჩელესტის დირექტორებს ინგლისელის გაფორმება ხშირი ტრავმების გამო არ სურთ, თუმცა კლაუდიო ლოტიტო დიდი ალბათობით სარის სურვილის შესრულებას ეცდება.