Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

განხეთქილება კალვოსა და ალეგრის შორის…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისა და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორამციით, იუვენტუსის დირექტორს ფრანჩესკო კალვოსა და მაქს ალეგრის შორის სერიოზული განხეთქილებაა, რაც მაქსის გუნდიდან წასვლის შანსს საგრძნობლად ზრდის.

წყაროს ცნობით, გუნდის ცუდი შედეგებისა და უსახური თამაშის ფონზე, კალვოს მაქს ალეგრის კომენტარები, რომლებშიც ის ხშირად გუნდის ამბიციებს და შესაძლებლობებს აკნინებდა, არ მოეწონა, რამაც მხარეებს შორის უერთიერთობა საგრძნობლად გააუარესა.

ალეგრის იუვენტუსიდან წასვლას მისი მაღალი ხელფასი აფერხებს, მასთან და მის შტაბთან კონტრაქტის 2 წლით ადრე გაწყვეტა გუნდს 45 მილიონი ევრო დაუჯდება, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას პირადად ჯონ ელკანი მიიღებს.