Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გარსია – 2 თვეში განადგურებული სპალეტის დანატოვარი…

წამყვან იტალიურ მედიაში ნაპოლის მთავარი მწვრთნელის რუდი გარსიას მიმართ მწვავე კრიტიკა არ წყდება.

Gazzetta dello Sport-ის აზრით, 59 წლის სპეციალისტმა 2 თვეში გაანადგურა მთელი ის დანატოვარი, რომელიც მას ლუჩიანო სპალეტისგან ერგო.

წყაროს თქმით, ნაპოლიმ დაკარგა თავისი იდენტობა, თამაშის გამორჩეული სტილი და ინტენსივობა, რომელიც წინა წლის პარტენოპეის მთავარი სავიზიტო ბარათი იყო.

იტალიურ სპორტულ მედიას არც ძერბინი-კვარაცხელიას ცვლილება დავიწყებიათ. „ძერბინი-კვაას ცვლილებაზე ფიქრით 2 დღე არ მეძინა, ეს უბრალოდ სრული სიგიჟეა…“ – ასე აფასებს TuttoNapoli-ს ჟურნალისტი გარსიას გადაწყვეტილებას…