Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გარსია:“ ცუდი შედეგი, მაგრამ ნაპოლიმ კარგი მატჩი ჩაატარა…“

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ უნიონ ბერლინთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვიცოდით, რომ ბერლინი კონტრ-შეტევებზე აწყობილი გუნდი იყო და საერთო ჯამში მათ ბევრი მომენტის შექმნის საშუალება არ მივეცით, თუმცა ჩვენ ერთი შეცდომა დავუშვით და მეტოქემ მიღებული შანსი კარგად გამოიყენა.

„ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და ვფიქრობ, რომ მინიმუმ კიდევ ერთი გოლის გატანა გვეკუთვნოდა, ამიტომ შედეგის გამო იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა თამაშის მხრივ ნაპოლიმ კარგი მატჩი ჩაატრა.

„ველოდებოდით თუ არა ასეთ თამაშს ბერლინისგან ? ვიცით, რომ გერმანული გუნდები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და არასოდეს ნებდებიან. ჩვენ გოლის მომენტში მეტი კონცენტრაცია გვმართებდა, ამის გარდა კი მეტოქეს სხვა მომენტი არ ჰქონია.

„დღეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ჯგუფში ყველაფერი ჩვენს ხელთ არის და მომდევნო მატჩებში უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს.“