Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გარსია:“ დამსახურებული გამარჯვება, შემდეგი მიზანი უნიონის დამარცხებაა…“

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ სალერნიტანასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ პირველი გოლის გატანა საწყის 15 წუთში შევძელით, რის გაკეთებას ხშირად ვერ ვახერხებთ, გოლის შემდეგ კი ისეთი ინტენსიურები და აქტიურები აღარ ვიყავით და ამ ასპექტში მოსამატებელი გვაქვს.

„საერთო ჯამში, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალება არ მივეცით, ოჩოამ კი რამდენიმე მნიშვნელოვანი სეივი განახორციელა და თავისი გუნდი თამაშში დატოვა.

„რასპადორი ? მე მისი ხარისხი ნაპოლიში მოსვლისთანავე დავინახე. მისი გოლი გასაკვირი არ არის და მე ოსიმენის დაბრუნების შემდეგ არჩევანის მხრივ დიდი პრობლემა მექნება, თუმცა ასეთ პრობლემას მხოლოდ მივესალმები.

„ახლა ჩვენი მთავარი საფიქრალი ძალების აღდგენა და ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მზადებაა, რომელიც ჩვენი მიზნებისთვის უმნიშვნელოვანესია.“