Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გარსია:“ მნიშვნელოვანი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, ოსიმენი დაბრუნებასთან ახლოს არის“

ნაპოლის მთავარმა მწვრთმწვრთნელმა რუდი გარსიამ ბერლინთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„არის თუ არა ეს ყველაზე ძლიერი გუნდი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ? გუნდების შედარება ძალიან რთულია, რადგან ჩვენ სხვადასხვა ჩემპიონატებსა და ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ნაპოლი ძალიან ძლიერი გუნდია.

„მიეცემა თუ არა ლინდსტრომს დრო ? საბედნიეროდ, მწვრთნელებს უკვე რამდენიმე წელია 5 ცვლილების უფლება გვაქვს, რაც როტაციას უფრო მარტივს ხდის. პოლიტანოსთან და კვარასთან ადგილისთვის ბრძოლა მარტივი არ არის, მაგრამ თავის შანსს ყველა მიიღებს.

„ბერლინთან მატჩი ? ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი შეხვედრა არ არსებობს. მეტოქეს საუკეთესო პერიოდი არ აქვს, მაგრამ ეს ჩვენ უფლებას არ გვაძლევს, რომ მოედანზე 100 პროცენტით არ დავიხარჯოთ. ეს მატჩი ჯგუფში არსებული სიტუაციის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ სირთულეებისთვის მზად უნდა ვიყოთ.

„ოსიმენი ? ვიქტორი ხვალ ნეაპოლში დაბრუნდება, თუმცა ის ჯერჯერობით თამაშს ვერ შეძლებს. გუნდს ანგისა და ჟესუსი უბრუნდებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„როდის შეძლებს ვიქტორი თამაშს ? ვფიქობ, რომ ის ატალანტასთან მატჩისთვის გუნდის განკარგულებაში იქნება.“