გარსია:“ ნაპოლის ამბიციური მიზნები აქვს, სატრანსფერო ფანჯარა ?…“
ნაპოლის თავკაცმა რუდი გარსიამ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„რა იქნება ნაპოლის მიზნები მომდევნო სეზონში ? ახლა კონკრეტულ მიზნებზე საუბარუ ძალიან ადრეა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ჩვენ ამბიციურები ვართ და თითოეულ ტურნირზე, თითოეულ მატჩში ნაპოლის სურვილი გამარჯვება იქნება.
„ნაპოლი იტალიის ჩემპიონია და ჩვენ ეს ყველაფერი თითოეულ შეხვედრაში უნდა დავამტკიცოთ.
„ჩემი ერთ-ერთი მოვალეობა მომდევნო სეზონისთვის იქნება ის, რომ ფეხბურთელებმა თავიანთი კონცენტრაცია და მოტივაცია არ შეამცირონ, ჩემპიონობით არ დაკმაყოფილდნენ და განვითარება გააგრძელონ, რადგან მოტივაციისა და გამარჯვების სურვილის გარეშე წინსვლა შეუძლებელია.
„ოსიმენი ? ის ძალიან მოტოვირებული და მონდომებულია. ოსი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და მიხარია, რომ ის ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია.
„რომელ ფეხბურთელს გამოვარჩევდი ? მე სასიამოვნოდ გამაკვირვა სრულიად გუნდის მაღალმა დონემ. ჩვენ გუნდში ძალიან დიდი ტექნიკური ხარისხი გვაქვს, ფეხბურთელები ჩემს იდეებს კარგად ხვდებიან და ერთი სული მაქვს, როდის მოგვეცემა თავის ოფიციალურ მატჩში გამოჩენის შანსი.
„კიმის შემცვლელი ? ჩვენ ვიცით, რომ ცენტრალური მცველის გაფორმება გვჭირდება. ჩვენ ყველაფერი კარგად უნდა გავაანალიზოთ და სწორი ტრანსფერი განვახორციელოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მე გუნდში 3 მცველი მყავს, მატჩში კი მხოლოდ 2 მჭირდება.”