Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გარსიამ ნეაპოლი დატოვა და საფრანგეთში დაბრუნდა

იტალიური მედიის ცნობით, რუდი გარსიამ ცოტა ხნის წინ ნეაპოლი დატოვა და საფრანგეთში დაბრუნდა, რაც მისი გუნდიდან წასვლის თაობაზე არსებულ ხმებს კიდევ უფრო ამყარებს.

59 წლის სპეციალისტის გუნდიდან წასვლა ემპოლისთან მარცხის შემდეგ გადაწყდა. პარტენოპეის გარსიასთვის მიმდინარე სეზონის გასამრჯელოს – 2.8 მილიონის გადახდა სრულად მოუწევს, რის შემდეგაც გუნდს მის ხელშეკრულებაში მითითებული პუნქტის გააქტიურება და კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა შეუძლია.

Sky Sport-ის ცნობით, გარსია ნაპოლის ბაზაზე სავარჯიშო სესიას აღარ გამართავს და ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე ფეხბურთელებთან, რომლებიც სანაკრებო ბატალიებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ასისტენტი მწვრთნელი იმუშავებს.