Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გარსიას ბედი მომდევნო 3 მატჩის შემდეგ გადაწყდება…

იტალიური წყაროების ცნობით, ნაპოლიში რუდი გარსიას დარჩენის საკითხი მომდევნო 3 მატჩის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

პარტენოპეი სერია ა-ში სალერნიტანასა და ემპოლის დაუპირისპირდება, ჩემპიონთა ლიგაზე კი უნიონ ბერლინთან განმეორებით მატჩს გამართავს.

Il Mattino-ს ცნობით, თუ გარსიას გუნდმა ამ მატჩებში ქულათა მაქსიმუმის მოპოვება ვერ შეძლო, აურელიო დე ლაურენტისმა შესაძლოა სანაკრებო პაუზის შემდეგ ფრანგი სპეციალისტის გაშვება გადაწყვიტოს…