Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ კარგი შედეგი, მაგრამ უკეთ თამაში გვმართებს“

ატალანტას თავკაცმა ჯან პიერო გასპერინიმ მარსელთან გამართული შეხვედრა შეაფასა, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა.

„მე შედეგით კმაყოფილი ვარ, ამ სტადიონზე თამაში მარტივი არავისთვის არის და სახლში დაუმარცხებლად წასვლა პოზიტიური შედეგია, მაგრამ თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს.

„ჩვენ მეტოქეს ძალიან ბევრი კონტრ-შეტევის განხორციელების საშუალება მივეცით, ეს უნდა გავითვალისწინოთ და ბერგამოში სივრცეები მეტად უდნა შევზღუდოთ.

„წინ კიდევ ერთი ძალიან რთული მატჩი გველოდება, რომელშიც ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება და ამისთვის მზად ვიქნებით.“